ღარიბაშვილს მაშველ რგოლად სიდედრი, სიმამრი და მშობლები ევლინებიან - ნადირაძე

02.11.23 14:26
ღარიბაშვილს მაშველ რგოლად სიდედრი, სიმამრი და მშობლები ევლინებიან - ნადირაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე პრემიერ-მინისტრია  დეკლარაციაზე "ტვ პირველთან" საუბრობს და ამბობს, რომ ღარიბაშვილს მოპარული თანხების დასაბუთების მიზნით მაშველ რგოლად ნათესავები და ოჯახის წევრები ევლინებიან.

ენმ-ის წევრი მიიჩნევს, რომ განვითარებული პროცესები საზოგადოებაში ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

სინამდვილეში ეს დეკლარაციები არის მხოლოდ ფორმალური ხასიათის და ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ მოსახლეობას თვალებში ნაცარი შეაყარონ და ის დაუსაბუთებელი ხალხისგან მოპარული ქონება და თანხები დაასაბუთონ, მაშველ რგოლად ევლინებიან ხოლმე სიმამრები, სიდედრები, მშობლები. ფაქტობრივად, ბალანსს ვერ სვამს საკუთარ დეკლარაციაში. დიდი სკანდალები, რომლებიც მის გარშემო იყო აგორებული, ეს იყო დიდი კორუფციის შედეგი და ახლა "გააპრავა" ვითომცდა პენსიონერი მამისგან ნაჩუქარი 180 ათასი ლარით. ბადებს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს და ეს უნდა იყოს ნორმალურ ქვეყანაში შესწავლის საგანი - აღნიშნა ნადირაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 180 ათასი ლარი აჩუქეს. დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს "ქართუ ბანკში" 96 ათასი ლარის ოდენობით საკრედიტო ხაზი აქვს.

30 ოქტომბერს გამოქვეყნებული დეკლარაცია პრემიერის 2022 წლის ხარჯებს ასახავს და იქ არ არის ჩანაწერი, რა დაუჯდა ირაკლი ღარიბაშვილის მამას ჩარტერული რეისის დაქირავება, რომლითაც პრემიერი და მისი ოჯახის წევრების საზაფხულო არდადეგებზე ამერიკაში გაემგზავრნენ.