რეფორმების პასუხისმგებლობა არის სწორედ მთავრობაზე - რა უთხრა ბორელმა ოპოზიციას

02.11.23 14:29
რეფორმების პასუხისმგებლობა არის სწორედ მთავრობაზე - რა უთხრა ბორელმა ოპოზიციას

"ევროკავშირში ღიად ამბობენ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფალი, რომელიც საჭირო რეფორმებს არ ასრულებს" - ამის შესახებ "ფრაქცია "ენმ - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ რეფორმების პასუხისმგებლობა მთავრობაზეა.

ამის მიუხედავად, ბოკუჩავა ამბობს, რომ მხარდაჭერის გზავნილი ბრიუსელიდან ნათელია - ევროკავშირის სურს, რომ საქართველომ მიღოს კანდიდატის სტატუსი.

შეუძლებელია ვინმეზე რაიმეს გადაბრალება, რადგან რეფორმების პასუხისმგებლობა არის სწორედ მთავრობაზე, ეს გვითხრა ბორელმა პირადად შეხვედრაზე, რომელსაც ვესწრებოდი და ეს გვითხრა საჯაროდ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს გაეგო ერთის მხრივ ეს მხარდაჭერის გზავნილი ბრიუსელიდან და ის რომ ევროკავშირის ძალიან სურს, რომ საქართველომ მიღოს კანდიდატის სტატუსი, ისევე როგორც ჩვენ, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ მეორეს მხრივ, რომ ისინი ხედავენ და ღიად ამბობენ, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფალი რომელიც საჭირო რეფორმებს არ ასრულებს", - ამბობს ფრაქცია "ენმ - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, 6 დღე რჩება ევროკომისიის პირველადი დასკვნის მომზადებამდე, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთდება.