საქართველოს ხელისუფლებას რომ რუსული გზავნილები აქვს, ეს დასავლეთმა ძალიან კარგად იცის - დეკანოიძე

02.11.23 14:33
საქართველოს ხელისუფლებას რომ რუსული გზავნილები აქვს, ეს დასავლეთმა ძალიან კარგად იცის - დეკანოიძე

"კანდიდატის სტატუსი საქართველოს ხელისუფლების გამო კი არა, საქართველოს მოქალაქეების დამსახურებით უნდა მივიღოთ" - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ყველამ იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ცუდი და რომ აძლიერებს რუსულ გავლენებს და უნდა ძალაუფლება ანტიდასავლური პროპაგანდით შეინარჩუნოს. 

საქართველოს ხელისუფლება რომ არის ცუდი, საქართველოს ხელისუფლება რომ აძლიერებს რუსულ გავლენებს და უნდა, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება სწორედ ანტიდასავლური პროპაგანდით ეს იცის ყველამ, ეს იცის დასავლეთმა, ეს იციან ჩვენმა პარტნიორებმა, ეს იციან ჩვენმა მოქალაქეებმა, ამიტომ ერთადერთი კანდიდატის სტატუსზე საქართველოს ხელისუფლების გამო კი არ უნდა მივიღოთ, უნდა მივიღოთ ზუსტად საქართველოს მოქალაქეების დამსახურებით", - ამბობს "ევროოპტიმისტების" წევრი, ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, 6 დღე რჩება ევროკომისიის პირველადი დასკვნის მომზადებამდე, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთდება.