სინოდის სხდომა დასრულებულია - რაზე იმსჯელეს მღვდელმთავრებმა

02.11.23 15:04
სინოდის სხდომა დასრულებულია - რაზე იმსჯელეს მღვდელმთავრებმა

სინოდის სხდომა დასრულებულია  - საპატრიარქოს პრეს მდივანის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სხდომაზე ისაუბრეს მიმდინარე საკითხებზე, რაც საეკლესიო თემებს ეხება, მათ შორის იყო ლიტურგიკული საკითხებიც.

"მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის, მიმოხილული იყო ეპარქიები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში არის განთავსებული, ასევე ზოგადად იყო პოლიტიკური და საომარი ვითარებები განხილული, რაც ჩვენი რეგიონის ახლომახლო და სამეზობლო ხდება. ეს საკითხები იყო ძირითადად", - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მეუფე ანტონის მიერ გაკეთებულმა სკანდალურმა განცხადებებმა გააჩინა განცდა, რომ შეკრება დაძაბულობით იქნებოდა სავსე. საპატრიარქოს პრეს მდივანმა კი პატრიარქის შესაძლო გადადგომას ჭორებს აყოლილ ინტრიგას უწოდებს. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა დღეს არ გამორიცხა, რომ უწმინდესმა მისი გადაყენების საკითხი წამოჭრას.