ზურაბიშვილს მორალური ზღვარი არ აქვს, ალბათ არსებობს ფაქტორები, რატომაც სააკაშვილს არ იწყალებს - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ყველა მორალური ზღვარი წაშლილი აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, კობახიძეს მაინც მიაჩნია, რომ იგი გარკვეული გარემოებების გამო საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ შეიწყალებს.
არავითარი მორალური ზღვარი სალომე ზურაბიშვილს აღარ აქვს. შეიძლება იყოს გარკვეული სხვა ფაქტორები, რის გამოც ის თავს იკავებს შეწყალებისგან, მაგრამ სინამდვილეში მას ყველა მორალური ზღვარი აქვს უკვე წაშლილი. როდესაც შენ გახდი პრეზიდენტი იმ სლოგანით, რასაც ჰქვია, ნაცმოძრაობის დამთავრება და დღეს პირდაპირ ხარ ალიანსში ამ პოლიტიკურ ძალასთან, იქ მორალზე საუბარი ზედმეტია. მისგან ყველაფერი იქნებოდა მოსალოდნელი, თუმცა არის გარკვეული გარემოებები, სავარაუდოდ, რის გამოც უწევს თავი შეიკავოს. შეიძლება ეს იყოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები, არ ვიცი, შეიძლება იყოს გარკვეული გარემოებები, რის გამოც, არა მორალის გამო, არამედ გარკვეული გარემოებების გამო იკავებდეს თავს - აღნიშნა კობახიძემ.