სამწუხაროდ, კრიმინალი ყოველთვის იყო ჩვენ ქვეყანაში - კალაძე
დედაქალაქის მერი, კახი კალაძე ამბობს, რომ კრიმინოგენური ვითარება ზოგადად მთელი მსოფლიოს პრობლემაა. კალაძე აღიარებს, რომ ქვეყანაში კრიმინალი ხდება, თუმცა მისი აზრით, მთავარი მასზე რეაგირებაა.
მთავარი არის ის რომ როდესაც ფიქსირდება ასეთი სამწუხარო ფაქტები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება და შსს ყოველთვის არის მოწოდების სიმაღლეზე.სამწუხაროდ, კრიმინალი ყოველთვის იყო ჩვენ ქვეყანაში და არამხოლოდ, მთელი სმოფლიო ებრძვის კრიმინალს", - ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტვ პირველის შაბათის ეთერმა სკანდალური პატაკის შინაარსი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში გავლენებს ქურდული სამყაროს წევრები ინაიწლებენ და ბიზნეს დავებიც, პოლიციის გვერდის ავლით, მათი მეშვეობით გვარდება.