თუ სალომეს სურს, კონსტიტუციის დარღვევას სააკაშვილის მსხვერპლების დაცინვა დაუმატოს, მაშინ შეიწყალოს - პაპუაშვილი
"თუ კი ქალბატონ სალომეს სურს, რომ კონსტიტუციის დარღვევას დაუმატოს მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლების დაცინვა, მაშინ შეუძლია შეიწყალოს" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება ქართველი ხალხისა და მართლმსაჯულების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
რთულია პროგნოზირება, როგორ მოიქცევა ის. ერთის თქმა შეიძლება, რომ ეს რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხისა და მართლმსაჯულების ინტერესს. ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა დაცინვა მიხეილ სააკაშვილის არა მხოლოდ უშუალო მსხვერპლების იმ დანაშაულებზე, რომლისთვისაც ის უკვე მსჯავრდადებულია, არამედ იმ დანაშაულებზე, რომლებზეც მისი საკითხი განიხილება და მისი სისტემის ყველა მსხვერპლის დაცინვა იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. თუ კი ქალბატონ სალომეს სურს, რომ კონსტიტუციის დარღვევას დაუმატოს მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლების დაცინვა, მაშინ შეუძლია შეიწყალოს - აღნიშნა პაპუაშვილმა.