საქართველო საცობების ქვეყნად აქციეთ, ეს არის შუა დერეფნის განვითარება?! - გიორგი ვაშაძე

02.11.23 16:02
საქართველო საცობების ქვეყნად აქციეთ, ეს არის შუა დერეფნის განვითარება?! - გიორგი ვაშაძე

საქართველო საცობების ქვეყნად აქციეთ, ეს არის შუა დერეფნის განვითარება?! - ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს.

ვაშაძის თქმით, საცობების გამო მოქალაქეები ვერც სამსახურში მიდიან, ბავშვი სკოლაში ვერ მიჰყავთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი "გაჭედილია".

კალაძის საცობებმა თბილისში ხომ ბოლო მოგვიღო, ვერც სამსახურში მიდიხარ, ბავშვი სკოლაში ვერ მიგყავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჭედილია და საქართველოში ქარსელაძის საცობები შეიძლება დავარქვათ, რომელმაც უბრალოდ ამ ქვეყანაში გადაადგილება შეუძლებელი გახადა. თბილისიდან ბათუმში რომ ჩახვიდეთ რამდენი საათი გჭირდებათ. 27 კილომეტრიანი მონაკვეთი ჯერ როდის უნდა გაგეხსნათ, მაგრამ ეს რომ ამას არ უშველით ხომ იცით?!", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე.