უცნაურია, რომ გამოსვლას "მადლობებით" იწყებთ, რომ რიკოთის რაღაც მონაკვეთი გაიხსნა, არ უნდა გახსნილიყო? - გოცირიძე უმრავლესობას
"უცნაურია, რომ გამოსვლას "მადლობებით" იწყებთ, რომ რიკოთის რაღაც მონაკვეთი გაიხსნა, არ უნდა გახსნილიყო?" - ასე მიმართავს „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობას სასესიო სხდომაზე.
რომან გოცირიძის თქმით, სამტრედია-გრიგოლეთიც უნდა გაიხსნას, რომელიც 2013 წელს დაიწყო და 3 წელში უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ დღემდე არ დასრულებულა. გოცირიძე ამბობს იმასაც, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზა დროულად, რომ გახსნილიყო 237 მლნ ლარი დაჯდებოდა, მაგრამ გოცირიძის თქმით, ახალი ბიუჯეტით, რაც პარლამენტი შემოვიდა, მის დამთავრებას დასჭირდება 902 მლნ ლარი სჭირდება.
რიკოთი კი არა, სამტრედია-გრიგოლეთიც გაიხსნება, რომელიც 2013 წელს დაიწყო, 3 წელში უნდა დამთავრებულიყო და 10 წელია სურამის ციხესავით დაუმთავრებელ ნაგებობად დგას. ერთ დროს ესეც გაიხსნება, მერე მიხვალთ, გადაჭრით ლენტს და იტყვით, სამტრედია-გრიგოლეთის გზა გავხსენითო. ოღონდ ეს ის სამტრედია-გრიგოლეთის გზაა, რომელიც დროულად გახსნის შემთხვევაში, დაჯდებოდა 237 მლნ ლარი და ამ ახალი ბიუჯეტით, რაც პარლამენტი შემოვიდა, მის დამთავრებას დასჭირდება 902 მლნ ლარი. ყოველი გადაცილებული დღე, წელი ნიშნავს ეკონომიკისთვის ზიანს, ადამიანებისთვის დისკომფორტს, კორუფციას და დაკარგულ ხარჯებს. 700 მლნ-ით არის სხვაობა", - ამბობს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.