დღეს რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილიყო, 3 პატიმრის ნაცვლად გვეყოლებოდა 3 გვამი - ბრეგაძე

02.11.23 17:19
დღეს რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილიყო, 3 პატიმრის ნაცვლად გვეყოლებოდა 3 გვამი - ბრეგაძე

რატი ბრეგაძე კლინიკიდან პატიმრების გაქცევის სკანდალზე პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და ამტკიცებს, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, სხვა მოცემულობა იქნებოდა და სახეზე 3 დაკავებული პატიმრის ნაცვლად 3 გვამი იქნებოდა.

ჩვენ ვმოქმედებთ ჰუმანური მეთოდებით. როდესაც ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს და ის არის ძებნაში, რა თქმა უნდა, მას პირველ რიგში მოვუწოდებთ, რომ დაემორჩილოს სამართალდამცველების მოთხოვნას და ჩაბარდეს. რაც შეეხება ოპოზიციონერების განცხადებებს, რომლებმაც ეს არ მოიწონეს და უფრო სხვა მეთოდებს ემხრობიან, ვეტყვი იმას, რომ მათ კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას მანიაკალური სახე და ის სახე, რომელსაც წარმოადგენდა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ არ ენანება ტყვია დამნაშავეებისთვის, რომლებიც ვერტმფრენიდან ხოცავდნენ ოჯახებს, როდესაც ოპერაცია მიმდინარეობდა და ეს ყველასთვის ცნობილია, რომ ითხოვდნენ 2 გვამს და პირდაპირ ვიტყვი, დღეს რომ ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა, დღეს 3 პატიმრის ნაცვლად გვეყოლებოდა 3 გვამი". - განაცხადა რატი ბრეგაძემ.