90 პროცენტი არაფერს აკეთებს ამ დეპუტატებისა, 28 მილიონერია ოფიციალურად "ოცნებაში" - გოცირიძე
"90 პროცენტი არაფერს აკეთებს ამ დეპუტატებისა, 28 მილიონერია ოფიციალურად "ქართულ ოცნებაში" და არა მხოლოდ "ოცნებაში" და კიდევ ერთი სამი იმდენი არაოფიციალური მილიონერია," - ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტარების ხელფასის ზრდას.
პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, რომ ხელფასები მომდევნო მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს ანაზღაურება გაეზარდოთ, გოცირიძისთვის მიუღებელია.
90 პროცენტი არაფერს აკეთებს ამ დეპუტატებისა, 28 მილიონერია ოფიციალურად "ქართულ ოცნებაში" და არა მხოლოდ "ოცნებაში" და კიდევ ერთი სამი იმდენი არაოფიციალური მილიონერია. დილემაა - უნდა მოუმატო ადამიანებს, რომლებიც შრომობენ და ამას მიყვება 100-ზე მეტი უსაქმური, რომელიც იქით მოგცემს ფულს, რომ პარლამენტში არ იარონ. როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა მუქთამჭამელები არიან, ბუნებრივია, ამ კატეგორიის ადამიანებით იჩაგრებიან,“ - ამბობს რომან გოცირიძე.