ადამიანი უნდა ეყოს ხელფასს და არა ხელფასი ადამიანს - წაქაძე დეპუტატების ხელფასის ზრდაზე
"ადამიანი უნდა ეყოს ხელფასს და არა ხელფასი ადამიანს, ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ," - ასე ხსნის "ქართული ოცნების" დეპუტატი ბეჟან წაქაძე პარლამენტარებისთვის ხელფასის ზრდას.
წაქაძე უხერხულობას ვერ ხედავს, რომ დეპუტატების ხელფასი რადიკალურად გაიზრდება, მაშინ, როდესაც მაგალითად, სოციალურად დაუცველთა შემოსავლები მინიმალურია.
ადამიანი უნდა ეყოს ხელფასს და არა ხელფასი ადამიანს, ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ. ყველას ეზრდება ხელფასი, აბსოლუტურად საქართველოში ყველა საჯარო მოხელეს ეზრდება, ყოველდღიურად ეზრდება,“ - ამბობს ბეჟან წაქაძე.
მაგალითად, მაშინ, როდესაც დეპუტატების ხელფასი 8 250 ლარამდე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურება 10 000 ლარამდე იზრდება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ.