„ჯავახეთის ფეოდალი“ - "ოცნების" რომელი დეპუტატი ფლობს მონაკოზე დიდ მიწას?

02.11.23 18:55
„ჯავახეთის ფეოდალი“ - "ოცნების" რომელი დეპუტატი ფლობს მონაკოზე დიდ მიწას?

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" სკანდალური კვლევა - ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი სუმბატ კიურეღიანის ოჯახი ჯავახეთში, მონაკოზე დიდ მიწას ფლობს.

კვლევაში მოხვდა ჟურნალისტური გამოძიებების ინფორმაცია ჯავახეთში,  სუმბატ და სეირან კიურეღიანების ქონებაზე:

სუმბატ და სეირან კიურეღიანების მფლობელობაში მონაკოს სახელმწიფოზე უფრო დიდი, რამდენიმე მილიონი კვ. მ ფართობის მიწაა. სუმბატ კიურეღიანი 2020 წლიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატია პარლამენტში, მანამდე 2012-2020 წლებში ის ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. მამამისი, სეირან კიურეღიანი კი 17 წელი ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. სუმბატ კიურეღიანი, მისი ცოლი, დედა, მამა და შვილი ჯამში ჯავახეთში დაახლ. 3 800 000 კვ. მ მიწას ფლობენ. 

 

მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები — განახლებადი სია ნახეთ აქ