ინფრასტრუქტურის მინისტრმა ივანიშვილის ბაობაბებთან დაკავშირებულ შეკითხვას არ უპასუხა

02.11.23 19:13
ინფრასტრუქტურის მინისტრმა  ივანიშვილის ბაობაბებთან დაკავშირებულ შეკითხვას არ უპასუხა

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის ბაობაბების ტრანსპორტირებით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას არ უპასუხა.

ირაკლი ქარსელაძეს შეკითხვით ხატია დეკანოიძემ მიმართა, თუმცა მთავრობის წევრმა მხოლოდ რიკოთზე ისაუბრა. 

ივანიშვილის ბაობაბების გამო არის სერიოზული პრობლემა. კერძო პირის საკუთრება, უზარმაზარი ხეები გადაადგილდება და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს ჩვენს მოსახლეობას. თქვენ იცით, რომ ჩაკეტილია მთლიანად ტრასები, ელექტროენერგია ითიშება, ითიშება შუქნიშნები, ვის მოვკითხო პასუხი" - მიმართა დეკანოიძემ ქარსელაძეს.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას მთელი ღამით ფოთი-შეკვეთილის მაგისტრალზე ხმაური იყო. ივანიშვილის ბაობაბების გადატანის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია გაუთიშეს, მოხსნეს საგზაო ნიშნები და ტრაფარეტები. ასწლოვანი ხეების გადატანაში ჩართული იყო შსს-ც.  ხალხი გზებზე შექმნილ ვითარებას და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენას აპროტესტებდა.