პრივილეგირებული პარლამენტარები - დეპუტატებს ხელფასი, პრაქტიკულად, უორმაგდებათ
გაჭირვებული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი ათი ათასი ლარი იქნება. დეპუტატებს ანაზღაურება, პრაქტიკულად, უორმაგდებათ. ხელფასების ასეთი ზრდა საკანონმდებლო ორგანოში არ გვახსოვს. პარლამენტარების პრივილეგიებს ახლა უკვე დიდი ფინანსური რესურსი ემატება.
ჩნდება კითხვა - რა დამსახურებისთვის? მაშინ როდესაც დეპუტატების დიდი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში წლიდან წლამდე არაფერს აკეთებს, ხმასაც კი არ იღებს და მდუმარეების სიაში ირიცხებიან, რატომ უნდა გადაუხადონ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა მათ ათი ათასობით ლარი. დეპუტატები ხელფასებს იორმაგებენ იმ ფონზე, როდესაც პენსია 300, სოციალური დახმარება კი 200 ლარია.