ჩხუბის მესამე დღე პარლამენტში

02.11.23 20:27
ჩხუბის მესამე დღე პარლამენტში

 

მესამე დღეა, პარლამენტის სხდომა ირაკლი ბერაიას გამო პარალიზებულია. ხელისუფლების გაჯიუტებამ და ღირსების შემლახავი განცხადებების ავტორის დატოვებამ საპარლამენტო თანამდებობაზე საპარლამენტო მუშაობა, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახადა.  

ქალ დეპუტატებზე მიტანილი იერიშისა და იძულებითი ბოდიშის შემდეგ ბერაია ისე ზის სხდომათა დარბაზში, თითქოს არაფერი დაუშავებია და არც არაფერი მომხდარა. მისი ასეთი განწყობა კი ოპოზიციისთვის გამაღიზიანებელია. 

ერთი ბერაიას დასაცავად მეორემ დღეს ალეკო ელისაშვილისკენ გაიწია. იქნებოდა ხელჩართული ჩხუბიც, მანდატური რომ შუაში არ ჩამდგარიყო.

მესამე დღეა პარლამენტის სესია ერთ დიდ წარმოდგენას ჰგავს. ყველაზე მომგებიანი კი ეს მდგომარეობა "ოცნებისთვის" არის. ურჩევნიათ თავი შეურაცხმყოფელ განცხადებებზე იმართლონ, ვიდრე ოჩამჩირის საკითხზე დუმილი განმარტონ. პარტნიორებთან უკვე გადაგზავნილია საპროტესტო ნოტა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ფლოტის შეყვანის შესახებ. თუმცა დოკუმენტზე "ოცნების" არცერთი წევრის ხელმოწერა არ არის.