მიეცემათ თუ არა ემიგრანტებს საარჩევნო პროცესებში სრულფასოვნად ჩართვის უფლება?
მიეცემათ თუ არა ქართველ ემიგრანტებს საარჩევნო პროცესებში სრულფასოვნად ჩართვის უფლება. "მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი" პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.
მთავარი მიზანია ემიგრანტებს მიეცეთ საშუალება ონლაინ მისცენ ხმა არჩევნებში. საზღვარგარეთ გადახვეწილი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ვერ ახერხებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის ფარგლეთ გარეთ მილიონზე მეტი ამომრჩეველი იმყოფება. მათი ხმა კი არჩევნებში შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.