ასობით მომვლელი სასაფლაოებისთვის - "ოცნების" წინასაარჩევნო სქემა

02.11.23 20:38
ასობით მომვლელი სასაფლაოებისთვის - "ოცნების" წინასაარჩევნო სქემა

 

ასობით მომვლელი სასაფლაოებისთვის - ეს "ოცნების" ახალი წინასაარჩევნო სქემაა, სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსასყიდად. ადგილები რომ სხვაგან აღარ ყოფნით, ადამიანების დასაქმება უკვე სასაფლაოებზე დაიწყეს. ოღონდ ამ შემთხვევაში ვერ გათვალეს, რომ ერთ სასაფლაოს არ სჭირდება 20 ან უფრო მეტი მომვლელი.  

"პირველებმა" ადგილზე გადავამოწმეთ, ეტყობა თუ არა ამდენი მოქალაქის მოვლა-პატრონობის კვალი საფლავებს, თუმცა ტერიტორია გაუვალი ბალახებით და ეკალბარდებით არის დაფარული.