5 დღე ევროკომისიის დასკვნამდე - ბიბილაშვილი საფრთხეებზე, რამაც სტატუსის მიღება შეიძლება შეაფერხოს
5 დღე ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე - პოლიტიკური ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარის, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, საქართველო ისტორიული გადაწყვეტილების ეტაპზეა, თუმცა ხელისუფლებაში რუსული მმართველობის სტილია.
ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებს და სტატუსის მიღებას ხელს ივანიშვილის რეჟიმი უშლის ხელს.
ბიბილაშვილი ყველა იმ მაგალითზე საუბრობს, რომელიც ბოლო თვეებში "ქართულმა ოცნებამ" სტატუსის მიღებამდე შეგნებულად, მიზანმიმართულად გააკეთა, რომ დასავლეთს პოზიცია შეეცვალა - მათ შორის რუსული კანონის მიღების მცდელობაზე საუბრობს.
რა გვჭირს? - გვჭირს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. მოვიდა ის დრო, როდესაც ევროპა თვითონ გვეუბნება, რომ თქვენ უნდა იყოთ ევროკავშირის ნაწილი, ამ დროს საქართველოში არის პრორუსული არა, რუსული რეჟიმი.
რომ არა ეს ხელისუფლება, ამაზე არ ვიმსჯელებდით, ჩვენ რომ გვყავდეს ნებისმიერი პირველივე შემთხვევითი ადამიანი ის რომ იყოს ხელისუფლებაში, ეს დილემა არ იარსებებდა.
ღმერთმა დაგვიფაროს, თუ დაიხურა ეს ფანჯარა - სარკმელი, შეიძლება ეს სარკმელი აღარ გაიღოს საუკუნეების მანძილზე,“ - ამბობს ბიბილაშვილი.