სტატუსამდე რამდენიმე დღით ადრე უკადრის, მდაბიო, უხამს განცხადებას აკეთებ ორი ქალის წინააღმდეგ, წარმოუდგენელია - მაჭავარიანი

02.11.23 21:25
სტატუსამდე რამდენიმე დღით ადრე უკადრის, მდაბიო, უხამს განცხადებას აკეთებ ორი ქალის წინააღმდეგ, წარმოუდგენელია - მაჭავარიანი

"რაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მთავარი მუხლი არის დეპოლარიზაცია და შენ რამდენიმე დღით ადრე უკადრის, მდაბიო, უხამს განცხადებას აკეთებ კოლეგა ორი ქალის წინააღმდეგ," - ეს განცხადება უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ვანო მაჭავარიანმა "რეაქციაში" გააკეთა.

როგორც მაჭავარიანი ამბობს, პარლამენტში ბოლო სამ დღეში განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ სახელისუფლებო გუნდი ერთ-0ერთ მთავარ რეკომენდაციას - დეპოლარიზაციის შესრულებას საერთოდ არ ცდილობს და მაჭავარიანს დარჩა განცდა, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატების ბერაიასა და ღუდუშაურის ქმედებები წინასწარ თანაგუნდელებთან შეთანხმებული იყო.

რუსეთი ხედავს „ოცნებაში“ მოკავშირეს, ევროკავშირი ვერ ხედავს ამ ხელისუფლებაში მოკავშირეს, ამიტომ არის ორბანის ფაქტორი წინ წამოწეული. ის ესაუბრება ღარიბაშვილს, ესაუბრება ასევე პუტინს და ყველა ის განცხადება, რასაც ვისმენთ რუსეთის ხელისუფლებისგან მოკავშირეებად მიაჩნიათ ძალიან ბევრ საზოგადოებაში, პოლიტიკურ თუ სხვა სექტორში და ყველაფერს აკეთებენ, მომენტს არ ტოვებენ ყველას თუ აქვს ილუზია, რომ იქნებოდა ღუდუშაური თუ ბერაია, შეთანხმების გარეშე, რომ ეს პროვოკაცია წამოეწყოთ, ეს წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ ეს ადამიანები თავისით,, დარწმუნებული ვარ, რომ გაიარეს მთავარ ოპერატორთან - რაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მთავარი მუხლი არის დეპოლარიზაცია და შენ რამდენიმე დღით ადრე უკადრის, მდაბიო, უხამს განცხადებას აკეთებ კოლეგა ორი ქალის წინააღმდეგ და ვერ ჩერდები და მერე კიდევ ხდება "ქართული ოცნების" მხრიდან რაღაც ფორმით გამართლება. ქართული ოცნება არ არის მოწადინებული, რომ ერთიანობა იყოს სახელმწიფოში,“ - ამბობს ვანო მაჭავარიანი.