რუსული Red Wings სამარადან თბილისის მიმართულებით ყოველკვირეული ფრენების დაწყებას გეგმავს
რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოს ქალაქების მიმართულებით ფრენების გეოგრაფიას კვლავ აფართოებს.
კრემლის პროპაგანდისტული მედია ТАСС-ის ცნობით, რუსული ავიაკომპანია Red Wings Airlines გეგმავს 16 ნოემბრიდან სამარადან თბილისის მიმართულებით ყოველკვირეული ავიარეისების დაწყებას. ცნობილია, რომ ფრენები განხორციელდება Sukhoi Superjet-ის ტიპის თვითმფრინავით, რომელიც 100 მგზავრზეა გათვლილი.
16 ნოემბრიდან Red Wings Airlines გეგმავს ყოველკვირეულ ფრენებს საქართველოს დედაქალაქში. ფრენები დაგეგმილია ხუთშაბათს და მათი ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი 45 წუთია", - წერს ТАСС.
რუსული კომპანია ფრენებს ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით ეკატერინბურგიდანაც ასრულებს.