ევროპული მომავლის დასაცავად გამართული აქციების შემდეგ, პარტნიორები ხაზს უსვამენ, რომ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს - სამნიძე
"რესპუბლიკელების" ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში 12 პუნქტი ბოლომდე შესრულებული არ არის, ევროპული მომავლის დასაცავად გამართული აქციების შემდეგ, პარტნიორები ხაზს უსვამენ, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
ჩვენი ყველა პარტნიორი და ევროპული ქვეყნის ლიდერები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ამ ბოლო დროს და განსაკუთრებით იმ აქციების შემდეგ, რაც მათ ნახეს ევროპული მომავლის დასაცავად იმას, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში არც 12 პუნქტია ბოლომდე შესრულებული და ძალიან ხშირად ისმის ანტიდასავლური გზავნილები, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ოპტიმიზმი, რომ ეს ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს", - ხათუნა სამნიძე.
ჩვენ არ დავტოვებთ ამ ხალხს მარტო. ეს ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებია. ანალენა ბერბოკმა საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს შორის ისევ გამყოფი ხაზი გაავლო. ბერლინში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გერმანელმა დიპლომატმა საქართველოს მიმართ პოზიტიური გზავნილი გააჟღერა, და ფაქტობრივად თქვა, რომ წლის ბოლოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ექნება. მოლაპარაკების ეტაპზე გადავლენ მოლდოვა და უკრაინა, თუმცა ამ ორი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებასთან ევროპელ ლიდერებს კითხვები აქვთ.