"ოცნების" წევრების მხრიდან შეურაცხყოფა - ქალი დეპუტატები NATO-ს წევრი ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავენ
"ოცნების" წევრების მხრიდან შეურაცხყოფა - ქალი დეპუტატები, თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა NATO-ს წევრი ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავენ.
წერილის გაგზავნის მიზანი პარტნიორების ინფორმირება და სექსისტური, შეურაცხმყოფელი, განცხადებების ავტორებისთვის დისკომფორტის შექმნაა.
ამას გარდა, თეონა აქუბარდია სასამართლოში სარჩელის შეტანასა და სახალხო დამცველის აპარატისთვის მიმართვასაც აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე "ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. მანამდე კი ალუდა ღუდუშაურმა შეურაცხყოფა მიაყენა ანა წითლიძეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მათთვის მიკროფონი არ გამოურთავს და არც სიტყვა შეუწყვეტინებია.