პოლონეთი, მხარს უჭერს საქართველოს, გვაქვს მოლოდინი სააკაშვილის მომავალთან დაკავშირებით - ზბიგნევ რაუ
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა, რომ საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას და რომ გადაწყვეტილების მისაღებად განმსაზღვრელი იქნება საქართველოს დემოკრატიის გაუმჯობესება.
მან ასევე თქვა, რომ აქვთ მოლოდინი შიდა პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, მაგალითად მიხეილ სააკაშვილის მომავალთან დაკავშირებით.
"საქართველო ასევე ელოდება გადაწყვეტილებას, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი ელემენტი ცოტათი ჯერ კიდევ უნდა გამოსწორდეს, რათა დარჩეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო დღის წესრიგთან თანხმობაში. პოლონეთი, პრინციპში, მხარს უჭერს საქართველოს. გადაწყვეტილების მისაღებად განმსაზღვრელი იქნება საქართველოს დემოკრატიის გაუმჯობესება. კანონის უზენაესობის კუთხით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მოლოდინი ზოგიერთ შიდა პოლიტიკურ საკითხთან მიმართებაში, მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი სააკაშვილის მომავალთან, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ძლიერად მჯერა, რომ საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას", – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.