თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაიფიცა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაიფიცა. ინფორმაციას "გილდია" ავრცელებს, რომელიც დამოუკიდებელ პროფკავშირებს წარმოადგენს კულტურისა და მედიის სფეროში.
თანამშრომლებმა გაფიცვის გადაწყვეტილება 21 დღიანი მედიაციის შემდეგ მიიღეს, რადგან ხელფასის მატების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
21 დღიანი მედიაციის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაიფიცა, ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ!" - წერს გილდია.