"მთავარმა თაღლითმა და მოღალატე გახარიამ არაერთ ადამიანს აუბნია თავგზა" - ცეცხლაძე პარტია "საქართველოსთვის" ტოვებს

03.11.23 13:04
"მთავარმა თაღლითმა და მოღალატე გახარიამ არაერთ ადამიანს აუბნია თავგზა" - ცეცხლაძე პარტია "საქართველოსთვის" ტოვებს

ვტოვებ პარტიას და აღარ ვაპირებ მონაწილეობას პოლიტიკური პროცესებში - ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრი გია ცეცხლაძე პარტიას ტოვებს.

ცეცხლაძე ყოფილ პრემიერს თაღლითს და მოღალატეს უწოდებს და წერს, რომ გახარიამ არაერთ ადამიანს აუბნია თავგზა.

"რაც შეეხება ჩემი გადაწყვეტილების მიზეზებს, დასამალი არაფერი მაქვს. მოკლედ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში მთავარმა თაღლითმა და მოღალატემ, გიორგი გახარიამ არაერთ ადამიანს აუბნია თავგზა. ყველას გვარწმუნებდა, რომ თითქოს მისი პროექტი “ზევით, ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული“.

დრომ და ფაქტებმა კი აჩვენა, რომ ჩვეულებრივი მოღალატე და მატყუარაა. კარგია ის, რომ გახარიას მიერ შეცდომაში შეყვანილმა ადამიანების უმრავლესობამ ეს უკვე გაიგო და მიხვდა, რომ მისი ერთადერთი მიზანი ნაცებტან ჩახუტება, მათი საქმის კეთება და ხალხის მოტყუებაა.განსაკუთრებულ ბოდიშს ვუხდი და პატიებას ვითხოვ ყველა იმ ადამიანიდან ვინც ჩემი ნდობით შევიდა შეცდომაში" - წერს გია ცეცხლაძე.