გზა ზღვაში ხეებისთვის - ივანიშვილის ბაობაბების გადასატანად კაპროვანში სანაპირო გადათხარეს
გზა ზღვაში - ივანიშვილის ხეების გადასატანად კაპროვანში სანაპირო გადათხარეს და პლაჟზე ბორანის მისადგომს აკეთებენ. ბაობაბების დასაბინავებელ ოპერაციაში სახელმწიფოს რამდენიმე უწყებაა ჩართული. სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს.
ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფოთიდან გურიაში ზღვით გადატანილი მაგიური ხეები დანიშნულების ადგილამდე მიიტანონ. მაგისტრალების გადაკეტვის და სოფლების ჩაბნელების შემდეგ, ახლა სანაპირო ზოლის სამუშაოები დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის გამო კაპროვანში პლაჟი სამშენებლო მოედნად არის ქცეული.
კვლავ ვხედავთ, როგორ იყენებს რუსი ოლიგარქი მთელ სახელმწიფო რესურსს საკუთარი პირადი მიზნებისთვის. მას შემდეგ, რაც ვნახეთ, გაჩეხილი ხეები გზაზე და ჩამოყრილი ელექტროკაბელები, უკვე ვხედავთ ზღვაში მოცურავე ხეებს და ახლა უკვე გადმოვიდნენ სანაპირო ზოლის განადგურებაზე. მთავარი არის ის, რომ რუს ოლიგარქს ემსახურებიან ეს ადამიანები, რომელიც საკუთარი პირადი კომფორტისთვის აკეთებს ყველაფერს". - ამბობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი.
არსებული ინფორმაციით, 12-ია იმ ხეების რაოდენობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კენიაში დაახლოებით ერთი წლის წინ შეიძინა.