სუსი არის რუსული - გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს არ სჯერა, რომ სუსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით რეალურად დაინტერესდა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სუსი რუსულია და რუსეთის საქმეს აკეთებს.
სუსი არის რუსული და ეს ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს. როცა ფარცხალაძეს ქვეყნიდან აპარებენ, რუსეთის აგენტს და არ ახდენენ რეალურ გამოძიებას, რასთან გვაქვს საქმე, რა ნდობაზე შეიძლება იყოს საუბარი, ამ შემთხვევაში. რაც შეეხება რუსულ გავლენებს, გენერალური პროკურორი გვყავდა ქვეყანაში, რომელიც მხილებულია რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლო საქმიანობაში. თუ ვინმე თავს იტყუებს, რომ სუსი ახლა გამოძიებას რუსეთთან დაკავშირებულ ადამიანებზე საქმეებს, კი, ბატონო, შეუძლია ამის ცრუ ილუზია ჰქონდეს, - ამბობს ვაშაძე.
სუსი მიხეილ სააკაშვილისგან ჩვენების მიცემას ითხოვს. ლილუაშვილის უწყება მესამე პრეზიდენტის განცხადებით დაინტერესდა. საკუთარ სასამართლო პროცესზე საკნად ქცეული პალატიდან სააკაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში რუსული დივერსიული ჯგუფები ფეხის მოკიდებას და ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობენ. ირკვევა, რომ ამ განცხადების შემდეგ სააკაშვილის გამოკითხვა სუსმა მოინდომა, თუმცა მესამე პრეზიდენტი ლილუაშვილს უნდობლობას უცხადებს.