სააკაშვილის როგორ შეიძლება რამე დაიჯერო? მშიშარა და არასერიოზულია - გურამ მაჭარაშვილი

03.11.23 13:31
სააკაშვილის როგორ შეიძლება რამე დაიჯერო? მშიშარა და არასერიოზულია - გურამ მაჭარაშვილი

 "ხალხის ძალის" ლიდერი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი დაეჯერება. "ოცნების" დანაყოფის წევრი მესამე პრეზიდენტს მშიშარას უწოდებს და მის ამბობს, რომ ის არასერიოზულია. 

რა თქმა უნდა, სააკაშვილის როგორ შეიძლება რამე დაიჯერო? ადამიანი, რომელიც კონტეინერით შემოაპარეს, და იმდენად მშიშარაა, რომ იქ ჩაწერა ვიდეო, რომელიც თვითონ გააჟღერა მერე, სადაც თქვა, რომ „მე გამიტაცა მძღოლმა, რომ იცოდეთ, რამე თუ მოხდება, მე გატაცებული ვარ, მე არაფერ შუაში ვარ“. მან ეს თქვა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და როცა მიხვდა, რომ საქმე სერიოზულად იყო და დაურეკეს უსაფრთხოებიდან, მათ უთხრა, რომ „არა, კაცო, ვიხუმრეო და ვერ მოგაწვდით ვერანაირ ინფორმაციასო“. არ შეიძლება საერთოდ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით, ზოგადად, რამე სერიოზულად მიიღო, - ამბობს მაჭარაშვილი. 

სუსი მიხეილ სააკაშვილისგან ჩვენების მიცემას ითხოვს. ლილუაშვილის უწყება მესამე პრეზიდენტის განცხადებით დაინტერესდა.  საკუთარ სასამართლო პროცესზე საკნად ქცეული პალატიდან სააკაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში რუსული დივერსიული ჯგუფები ფეხის მოკიდებას და ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობენ. ირკვევა, რომ ამ განცხადების შემდეგ სააკაშვილის გამოკითხვა სუსმა მოინდომა, თუმცა მესამე  პრეზიდენტი  ლილუაშვილს უნდობლობას უცხადებს.