დეპუტატები, რომლებიც საკუთარ ბიზნესს ლობირებენ - "დემოკრატიის ინდექსი საქართველო" ანგარიშს აქვეყნებს

03.11.23 13:47
დეპუტატები, რომლებიც საკუთარ ბიზნესს ლობირებენ -  "დემოკრატიის ინდექსი საქართველო" ანგარიშს აქვეყნებს

დეპუტატები, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობასთან ერთად საკუთარ ბიზნესს ლობირებენ -  "დემოკრატიის ინდექსი საქართველო" ახალ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტში მაღალი თანამდებობის პირები ინტერესთა შეუთავსებლობით რჩებიან და კორუფციის ნიშნების მიუხედავად, არც პროკურატურა და არც თავად პარლამენტი ამაზე არ რეაგირებს.

სიაში არიან ელგუჯა გოცირიძე, ლევან მგალობლიშვილი, გოჩა ენუქიძე, ფრიდონ ინჯია და სხვები. ისინი საკუთარ ბიზნეს აქტივებს ოჯახის წევრებსა და ნათესავებზე აფორმებენ, თუმცა ფაქტობრივ მმართველებად რჩებიან. 

მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ "ოცნების" მილიონერი დეპუტატებისთვის, წესით, მანდატი შეწყვეტილი უნდა იყოს, თუმცა "ქართული ოცნება" კონსტიტუციის დარღვევას არჩევს.

საპროცესო საკითხთა კომიტეტს აქვს საფუძველი, რომ დასვას ამ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი და ამას არასდროს აკეთებს, პლენარულ; სხდომაზე ასეთი საკითხი არასდროს გასულა. რაც შეეხება,ა სეთი ბიზნესინტერესების მქონე დეპუტატები, როგორც წესი, თავის მხრივ, ჩართული არიან სახელმწიფოსთან სხვადასხვა სახელმწიფოს გრანტის მიღების, სახელმწიფო ქონების პრივატიზირების პირობების შეთანხმების პროცესში და დამატებით ამ მხრივაც იღებენ სარგებელს თავიანთი ბიზნესებისთვის, არსზეც უკვე პროკურატურა უნდა რეაგირებდეს. პროკურატურა, ამ შემთხვევაში, ძალიან აჭიანურებს ერთის მხრივ, გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას, აჭიანურებს თავად გამოძიებას, რაც თვითონ უკვე გამოძიების პროცესს ვნებს და პასუხისმგებელი პირებიც გამოვლენილნი არ არიან, - ამბობს ეკა ციმაკურიძე. 

"დემოკრატიის ინდექსი საქართველოს" ანგარიშში ათობით საქმე მოხვდა, მათ შორის, ისინი "ტვ პირველის" ჟურნალისტურ გამოძიებებს ეყრდნობიან.