ზურაბიშვილმა შეიძლება, შეიწყალოს სააკაშვილი, მაგრამ არის სხვა საქმეებიც - კალაძე

03.11.23 13:44
ზურაბიშვილმა შეიძლება, შეიწყალოს სააკაშვილი, მაგრამ არის სხვა საქმეებიც - კალაძე

"შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მისთვის პირადად ძალიან მძიმე იქნება ყველანაირი თვალსაზრისით, თუმცა, არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება," - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც კალაძე ამბობს, სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს, თუმცა, აქვე შეახსენებს პრეზიდენტს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება, რაზეც განაჩენი ჯერ გამოტანილი არ არის. 

კალაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ემუქრება და ამბობს, რომ "შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მისთვის პირადად ძალიან მძიმე იქნება ყველანაირი თვალსაზრისით".

არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს. ერთი რამ მინდა ვთქვა: შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მისთვის პირადად ძალიან მძიმე იქნება ყველანაირი თვალსაზრისით, თუმცა, არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ თქმულა პროკურატურის მხრიდან. ასე რომ, საგანგაშო არაფერია. კარგი იქნება, პრეზიდენტს დაუსვათ შეკითხვა და მისგან მოვისმინოთ. ისეთ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, რაც ჩვეულებრივ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგშია," - ამბობს კალაძე.