ოპოზიცია გიჟდება, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარებაა - კალაძე

03.11.23 13:56
ოპოზიცია გიჟდება, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარებაა - კალაძე

"ეს ადამიანები ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას, გიჟდებიან იმაზე, რომ ქვეყანაში არის სიმშვიდე, ხდება ეკონომიკური განვითარება," - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას გააკეთა.

კალაძის შეფასებით, ოპონენტები ნიჰილიზმს თესავენ და სურთ, რომ ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა იყოს. კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები ევროპარლამენტში ჩადიან და ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებაზე ლობირებენ.

ისინი არიან ჩვეულებრივი მავნებლები, ვიცით ეს და ამაზე ბევრი დრო არ უნდა დავკარგოთ. ეს ადამიანები ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას, გიჟდებიან იმაზე, რომ ქვეყანაში არის სიმშვიდე, ხდება ეკონომიკური განვითარება.

ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნიჰილიზმი გააჩინონ, როგორმე არეულობა, დაძაბულობა იყოს ქვეყანაში. არა მხოლოდ თავიანთი განცხადებებით, არამედ ქმედებებით - პირდაპირ ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს.

შეიძლება, არ მოგწონდეს შენი ხელისუფლება და იყო მასთან ოპოზიციაში, გქონდეს განსხვავებული მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციაზე, ამ დროს კი, ამ ყველაფრისთვის ხელის შეშლა ხდება, ჩვეულებრივი მავნებლები არიან. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს, ქვეყნის წინააღმდეგ დგამენ ასეთ მოღალატეობრივ ნაბიჯებს," - ამბობს კალაძე.