EU-ს გაფართოება აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხია - ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ EU-ს გაფართოება აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხია.
"გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი და კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს", - წერს ზურაბიშვილი.
გუშინ ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს და ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეოპოლიტიკური შედეგი იქნება.