სკანდალი გახარიას გუნდში - სარჯველაძე კულუარებზე საუბრობს

03.11.23 15:23
სკანდალი გახარიას გუნდში - სარჯველაძე კულუარებზე საუბრობს

"ოცნებაში" ამბობენ, რომ პრივატული საუბრების დროს, მათაც არაერთხელ გაუგიათ, რომ გიორგი გახარია საზოგადოების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ხალხს ეუბნებოდა, რომ მისი ყველა ნაბიჯი, მათ შორის პოლიტიკური გეგმები, ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული. 

მიუხედავად ამისა, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ დღეს გახარიას გუნდი თავიდან ბოლომდე გაიგივდა "ნაციონალურ მოძრაობასთან"

სარჯველაძის თქმით, ექსპრემიერის პარტიაში მომხდარი სკანდალის შემდეგ, გახარიას სერიოზული პოლიტიკური ვარდნა ექნება მხარდამჭერებში.

ბევრი ადამიანი საუბრობს ასეთ მცდელობებთან მიმართებაში და ხელოვნურად შექმნა შთაბეჭდილება გარკვეულ პრივატულ საუბრებში და ა.შ. ასეთს რომ ჰქონდა ადგილი, ეს კულუარებშიც მომისმენია, კულუარებში არა პრივატულ ურთიერთობებში, ცალკეულ ადამიანებთან და შესაბამისად, როგორც ჩანს, ეს რეალობა არის. ეს  არ არის კეთილსინდისიერი საქციელი პოლიტიკურად და შესაბამისად ეს ადრე თუ გვიან ბუნებრივია საზოგადოებისთვისაც გასაგები გახდება. შესაბამისად ასეთ პირობებში მოსალოდნელია, რომ გახარიას ექნება სერიოზული ვარდნა პოლიტიკური მხარდამჭერებისა და ისიც გასაგებია იმავდროულად, რომ მათ შორის ნაციონალური მოძრაობასთან გარკვეული თანამშრომლობა მაგალითად როგორსაც ადგილი აქვს რუსთავში და ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, სადაც გარკვეული მნიშვნელობა შეიძინა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, შესაბამისად ყველგან ეს უარყოფითად აისახება იმ ამომრჩევ ელზე, რომელსაც თავდაპირველად შეიძლება გარკვეული სიმპათია გახარიას გუნდის მიმართ ჰქონოდა", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

დღეს პარტია "საქართველოსთვის"გია ცეცხლაძემ დატოვა. თაღლითი და მოღალატე - ამ სიტყვებით დაემშვიდობა ყოფილ ლიდერს აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელი. 
გია ცეცხლაძე გახარიას სიცრუეში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ექსპრემიერი ყველას არწმუნებდა, თითქოს პოლიტიკაში ივანიშვილის მითითებით მოქმედებდა.