მივესალმები საქართველოს წვლილს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმების მიღწევაში - ლევან დოლიძე

13.06.21 19:14
მივესალმები საქართველოს წვლილს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის  შეთანხმების მიღწევაში -  ლევან დოლიძე

"მივესალმები საქართველოს წვლილს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტყვეების საკითხზე შეთანხმების მიღწევაში", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ლევან დოლიძე, წერს. დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ რეგიონში სტაბილურობის ხელშემწყობი ქვეყნის როლი გამოკვეთოს.

მივესალმები საქართველოს წვლილს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტყვეების საკითხზე შეთანხმების მიღწევაში. მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკა რეგიონში  ხელს უწყობდეს პარტნიორებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაძლიერებას და საქართველოს, როგორც სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშემწყობი ქვეყნის, როლის გამოკვეთას - წერს სოციალურ ქსელში ლევან დოლიძე.

 

მსგავსი სიახლეები