კარგი საბანაო ამინდია, არა? - ბაობაბების მოგზაურობა და პასუხისმგებელი პირების განმარტებები

03.11.23 15:22
კარგი საბანაო ამინდია, არა? - ბაობაბების მოგზაურობა და პასუხისმგებელი პირების განმარტებები

მაგიური ბაობაბების მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება. ივანიშვილის ხეების გადატანის გამო დილიდან კაპროვანში უწყვეტი სამუშაოები მიდის. მაგისტრალების გადაკეტვის და სოფლების ჩაბნელების შემდეგ, ახლა სანაპირო ზოლის სამუშაოები დაიწყო. 

გზას ზღვის სანაპიროზე აგებენ. ბეტონის ფილებს გამოიყენებენ იმისთვის, რომ მძიმე ტექნიკამ თავისუფლად შეძლოს აფრიკული ხეების დენდროლოგიურ პარკში გადატანა.

ოლიგარქიც ახირების გამო, ამ მომენტშიც შავი ზღვის სანაპიროზე ერთი გიგანტური აფრიკული ხე ტივტივებს.

ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელიც, რომელმაც "პირველების" კითხვას - აქვთ თუ არა ნებართვა, პასუხი არ გასცა.

გაიხსნება 2-3 დღეში, ალბათ. თქვენ როგორ მოხვედით აქ? შემოვლითი გზა არის, რა პრობლემაა? - ამბობს ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი.

მე გადავკეტე? რა გზა გადავკეტე? კარგი საბანაო ამინდია, არა?

(ჟურნალისტის კითხვა: საბანაოდ მობრძანდით?) - კი," - ამბობს მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი.

ბაობაბების გადატანის გამო მოსახლეობას გადაადგილებაზე პრობლემები ექმნებათ და მათ არ აქვთ ინფორმაცია, როდის გაიხსნება გზა.

სადამდე უნდა იყოს გზა გადაკეტილი? ჩვენც ეგ გვაინტერესებს," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.