აშშ-მ ევტუშენკოვის კომპანია შავ სიაში შეიყვანა - უახლოვდება თუ არა სანქციები ივანიშვილს?
უახლოვდება თუ არა სანქციები ბიძინა ივანიშვილს? - ამერიკამ ვლადიმერ ევტუშენკოვის კომპანია შავ სიაში შეიყვანა. ევტუშენკოვი ის რუსი ოლიგარქია, რომლის კავშირებიც ივანიშვილთან საქვეყნოდ არის ცნობილი. ქართველ ოლიგარქთან დაახლოებული მინი ოლიგარქი დავით ხიდაშელი, სწორედ ევტუშენკოვთან მუშაობდა. სწორედ ევტუშენკოვია ის კაცი, რომელიც სანქციების თავიდან არიდების მიზნით, ივანიშვილს დახმარებას სთხოვდა და არსებობს ამის დამამტკიცებელი სკანდალური ჩანაწერებიც.
"პირველებმა" დღეს ევტუშენკოვს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა აზრის იყო ის აშშ-ს მიერ მისი კომპანიის დასანქცირებასთან დაკავშირებით, თუმცა მან საუბარი არ ისურვა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ნიშანია. შავ სიაში ჯერ ფარცხალაძე მოხვდა, ახლა კი ევტუშენკოვი. პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შემდეგი "ქართული ოცნების" დამფუძნებელი იქნება.
მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენას სჭირდება ივანიშვილის სანქცირება, ეს გადაწყვეტილება შესაბამისად იქნება მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი დღეს, ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე დაქირავებულ დიდ ლობისტურ ფირმას იყენებს ვაშინგტონში იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი თავი სანქცირებისგან. რეალურად, ივანიშვილს ძალიან ეშინია დასავლეთის სანქციების და ახლა ატყუებს საზოგადოებას, თითქოს ის უკვე სანქცირებული არ არის და როცა იქნება, ამას დაინახავს ძალიან კარგად, - ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.
ამავე აზრს იზიარებს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძეც.
ახლა, ელოდება რა რეალურ სანქციებს, ამბობს და თავს იმართლებს „ქართუს“ მეშვეობით, რომ მე ამ რეალური სანქციების არ მეშინია, იმიტომ, რომ უკვე დასანქცირებული ვარ. ანუ რომ ავიღოთ საერთო სურათი, არის რა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას აძლიერებს. ამბობს, რომ დასანქცირებული ვარ უკვე, იმიტომ, რომ ადამიანებს აღარ ჰქონდეთ მოლოდინი ბიძინა ივანიშვილის სანქციების. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირდება, მე დარწმუნებული ვარ, დასანქცირდება რუსული გავლენების გაძლიერებისთვის და ოლიგარქებთან ძალიან სერიოზული კავშირისთვის, - ამბობს დეკანოიძე.