სკანდალი გახარიას გუნდში - ექსპრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლა სუს-მა დაიწყო
გახარიას პარტიაში სკანდალმა იფეთქა. ექს პრემიერის გუნდში ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლა სუს-მა დაიწყო.
ბერდია სიჭინავას თქმით, გია ცეცხლაძე სუს-ში დაბრუნდა. პარტია "საქართველოსთვის" წევრს ვერ გაუგია, სად იყო ცეცხლაძე აქამდე და რატომ აღმოაჩინა ახლა, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ იყო ყოფილი პრემიერის პარტია.
ეს ადამიანი იყო სუსი-ის ყოფილი თანამშრომელი და დაბრუნდა სუს-ში, სხვა ახსნა, ბუნებრივია, არ აქვს მის განცხადებას. თურმე 3 წლის თავზე ამ ადამიანმა აღმოაჩინა და 3 წლის განმავლობაში ან დუმდა, ან მერე აღმოაჩინა თითქოს ჩვენ, ვდეკლარირებდით და ჩვენ თითქოს ბიძინა ივანიშვილის პროექტი ვიყავით და ამას ვდეკლარირებდით. ეს ბუნებრივია არასერიოზულია. სად იყო ეს ადამიანი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ნამდვილად სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი იყო ოზურგეთის მერობის კანდიდატი. ბუნებრივია შეცდომები ხდება. თუ ეს ადამიანი ვინმეს პროექტს ეძებს, ბიძინას პროექტს ეძებს, აქვე შეუძლია იპოვოს სოზარ სუბარი და მის პროექტში გადაბარგდეს", - ამბობს ბერდია სიჭინავა.
დღეს პარტია "საქართველოსთვის"გია ცეცხლაძემ დატოვა. თაღლითი და მოღალატე - ამ სიტყვებით დაემშვიდობა ყოფილ ლიდერს აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელი.
გია ცეცხლაძე გახარიას სიცრუეში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ექსპრემიერი ყველას არწმუნებდა, თითქოს პოლიტიკაში ივანიშვილის მითითებით მოქმედებდა.