2 წელი დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ ჩვენ ივანიშვილის პროექტი არ ვართ? - დაუშვილი გუნდში არსებულ სკანდალზე

03.11.23 15:09
2 წელი დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ ჩვენ ივანიშვილის პროექტი არ ვართ? - დაუშვილი გუნდში არსებულ სკანდალზე

2 წელი დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ ჩვენ ივანიშვილის პროექტი არ ვართ? - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის წევრი მიხეილ დაუშვილი გია ცეცხლაძის მიერ გახარიას გუნდის სკანდალით დატოვებას.

დაუშვილის თქმით, თუ ცეცხლაძე თავი "ოცნებაში" ეგონა, მაშინ უფრო მალე უნდა წასულიყო.

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს წავიდა იმიტომ, რომ 2 წელია არავის გვინახავს ეს ადამიანი და მე არ ვფიქრობ რომ დღეს წავიდა, დიდი ხანია წასულია. 2 წელი დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ ვართ, თუ თავი ოცნებაში ეგონა მაგას ოდესმე, მაშინ უფრო მალე უნდა წასულიყო. გამოვრიცხავ ახლა ეს ადამიანი კონკრეტულად მოისყიდეს თუ არ მოისყიდეს, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად ჩვენი რიგებიდან წასულებს შორის ბევრი იყო ვისზეც განხორციელდა ზეწოლა, მუქარა, ხშირ შემთხვევაში მოსყიდვა", - ამბობს მიხეილ დაუშვილი.

დღეს პარტია "საქართველოსთვის"გია ცეცხლაძემ დატოვა. თაღლითი და მოღალატე - ამ სიტყვებით დაემშვიდობა ყოფილ ლიდერს აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელი. 
გია ცეცხლაძე გახარიას სიცრუეში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ექსპრემიერი ყველას არწმუნებდა, თითქოს პოლიტიკაში ივანიშვილის მითითებით მოქმედებდა.