გაიცნეს ეტყობა და ტოვებენ პარტიას - ზარქუა გახარიას გუნდის სკანდალზე
გაიცნეს ეტყობა და ტოვებენ პარტიას - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა გახარიას გუნდში არსებულ სკანდალს.
ზარქუას თქმით, ყოფილმა პრემიერმა, გადამწყვეტ მომენტში უღალატა ქვეყანას და მისგან სხვას არაფერს ელოდება.
გახარია, როცა აქ იყო, მნიშვნელოვანი გადამწყვეტი მომენტი როცა იყო, მაშინ უღალატა ქვეყანას, გუნდს და გადახტა. საფუძველი ის იყო, რომ მელიას ვერ დავიჭერო. ამ კაცისგან რას უნდა მოველოდოთ მე არ ვიცი და გაიცნეს ეტყობა, შეიცნეს და ტოვებენ ახლა პარტიას. ნურავის ნუ ენდობიან, "ქართული ოცნება" არის ერთი", - ირაკლი ზარქუა.
დღეს პარტია "საქართველოსთვის"გია ცეცხლაძემ დატოვა. თაღლითი და მოღალატე - ამ სიტყვებით დაემშვიდობა ყოფილ ლიდერს აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელი.
გია ცეცხლაძე გახარიას სიცრუეში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ექსპრემიერი ყველას არწმუნებდა, თითქოს პოლიტიკაში ივანიშვილის მითითებით მოქმედებდა.