მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო ქვეყნის უბედურებიდან გამოყვანის პოლიტიკური პასუხისმგებლობა - სააკაშვილი

03.11.23 16:04
მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო ქვეყნის უბედურებიდან გამოყვანის პოლიტიკური პასუხისმგებლობა - სააკაშვილი

მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო ქვეყნის უბედურებიდან გამოყვანის პოლიტიკური პასუხისმგებლობა - ამ სიტყვებით მიმართა დღეს სასამართლოდან საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი ამბობს, რომ დღეს, როგორც არასდროს არის ბრძოლისუნარიანი.

თქვენ დღეს ასამართლებთ ამ სახელმწიფოს ერთ-ერთ დამფუძნებელს. დღეს, როგორც არასდროს ვარ ბრძოლისუნარიანი, როგორც არასდროს ვარ მზად ავიღო თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა თქვენთან ერთად ქვეყნის უბედურებიდან გამოყვანის და დარწმუნებული ვარ თუ ყველანი ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს ყველაფერი გამოგვივა. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ჩვენს ერთიანობას, ჩვენს სიძლიერეს და ჩვენს წარმატებას, ყველაფერი გამოგვივა", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.