"არ მჯერა რომ ამას იტყოდა. ალბათ ათქმევინეს" - ამ კომენტარზე ველი" - წითლიძე სააკაშვილის განცხადებაზე

03.11.23 16:10
"არ მჯერა რომ ამას იტყოდა. ალბათ ათქმევინეს" - ამ კომენტარზე ველი" - წითლიძე სააკაშვილის განცხადებაზე

"არ მჯერა რომ ამას იტყოდა. ალბათ ათქმევინეს" - ამ კომენტარზე ველი"  - ასე ეხმაურება ენმ-ს წევრი ანი წითლიძე მიხეილ სააკაშვილის გაცხადებას სოციალურ ქსელში.

"არ მჯერა რომ ამას იტყოდა. ალბათ ათქმევინეს" - ამ კომენტარზე ველი. 

არადა ჩართვა იყო თორემ ფბ სტატუსებს რომ ჩვენ ვწერთ ეგ გავლილია. 

ყველაფრის კადრება არ შეიძლება უბრალოდ, თორემ მე ბევრი მინახავს და კიდევ ვნახავ".- წერს წითლიძე.

თუ პარტიის შიგნიდან გინდა პარტიის ლანძღვა, სჯობია, გახვიდე, ვიდრე დაასუსტო შიგნიდან პარტია - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესიდან ნაციონალური მოძრაობას. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოუწოდებს პარტიის ყველა იმ წევრს, ვისთვისაც ახალი მენეჯმენტი მიუღებელია, დატოვონ პარტია.