მამუკა ხაზარაძის ოფიციალური ვიზიტი შტატებში - რაზე ისაუბრა "ლელოს" ლიდერმა დევისის ცენტრის მიერ ორგანიზებული ფორუმზე

03.11.23 17:13
მამუკა ხაზარაძის ოფიციალური ვიზიტი შტატებში - რაზე ისაუბრა "ლელოს" ლიდერმა დევისის ცენტრის მიერ ორგანიზებული ფორუმზე

 

გადამწყვეტი არჩევნების წინ, "ლელოს" თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით შტატებში გაემგზავრა.
მამუკა ხაზარაძეს ერთი კვირის განმავლობაში მაღალი რანგის შეხვედრები კონგრესმენებთან ექნება.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი შეხვედრებს გეგმავს ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან და ოკეანის გადაღმა განათლების მისაღებად წასულ ქართველ სტუდენტებთანაც. 

ოფიციალური ვიზიტი ხაზარაძემ ჰარვარდში დევისის ცენტრის მიერ ორგანიზებული ფორუმზე ჩატარებული ლექციით დაიწყო, ისაუბრა საქართველოს როლზე, ჩვენი ქვეყნის ადგილზე გლობალურ ეკონომიკაში და ხელისუფლების მიერ შეცვლილ საგარეო ვექტორზეც, აუდიტორიას გააცნო ანაკლიის პორტის ისტორიული მნიშვნელობის დეტალები და დემოკრატიული უკუსვლის ამბებიც, რომელიც საქართველოშია.

ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, რომელიც გაგრძელდა 2 საათი. დაესწრნენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ჰარვარდის პროფესურა, სტუდენტები და რამაც ძალიან გამახარა წარმატებული ქართველები შეერთებულ შტატებში. საუბარი იყო გეოპოლიტიკაზე, საქართველოზე, გეგმებზე. ღრმად შევეხეთ საქართველოს ეკონომიკურ რეფორმაზე, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომ გახდეს ლიდერი. ვისაუბრეთ განათლების სისტემის რეფორმირებაზე, ვილაპარაკეთ სოციალურ და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაზე", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ქართველი სტუდენტები, რომლებიც მამუკა ხაზარაძის ლექციას მოუსმინოს, "პირველებთან" ყვებიან, თუ რა იყო მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრალური სათქმელი  ქართველი პოლიტიკოსის  მხრიდან. 

ჩემი აზრით ის არის ადამიანი, ვისაც გამოცდილება აქვს, ამიტომ საინტერესო იყო მისგან იმ გამოწვევების მოსმენა, რაც ბოლო წლებში გაიარა ქვეყანამ.

ჰარვარდში, სანამ მამუკა ხაზარაძე ლექციას წაიკითხავდა, მას დევისის ცენტრის ცენტრის რუსეთის და ევრაზიის მკვლევარებთან ჰქონდა დახურული შეხვედრა.