კოლექტიური სევერიან წივწივაძეები - ლაშა ფარულავა მელიას გუნდზე

03.11.23 16:55
კოლექტიური სევერიან წივწივაძეები - ლაშა ფარულავა მელიას გუნდზე

ენმ-ს წევრი, ლაშა ფარულავა მიხეილ სააკაშვილის გაცხადებას, "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა და კოლექტიური სევერიან წივწივაძეები უწოდა ნიკა მელიას გუნდს.

მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ის არის ჩართული პარტიის საქმიანობაში და არავის მისცემს იმის უფლებას, რომ რაიმე ჯგუფი შეიქმნას, რომელიც არაფორმალურად პროცესებს წარმართავს. არაერთი მსგავსი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, თუმცა სამწუხაროდ ჩვენი პარტიის ნაწილი, რომელიც არის საკმაოდ მცირე ჯგუფი და საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, როგორც კოლექტიური სევერიან წივწივაძეები, რომლებიც მუდმივად ერთი და იგივეზე საუბრობენ, ვერ გამოვიდნენ არჩევნების მოდუსიდან და აზიანებენ მნიშვნელოვან პროცესს.

წამყვანის კითხვაზე, ნიკა მელიაა თუ არა სევერიან წივწივაძე, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ მთლიანად მელიას გუნდი ჩამოყალიბდა კოლექტიური სევერიან წივწივაძეებად.

ეს არის ჯგუფი, რომელიც ერთი და იგივეს იძახის და აქ თოჯინები იციანიან კი არა ქოცებს ეცინებათ და ყველა გადაიღალა ამ მასკარადის ყურებით, რომელიც სამწუხაროდ მიმდინარეობს იმ არჩევნების შემდეგ, რომელიც ჩაატარა წინა მენეჯმენტმა, თავისივე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდა და სამწუხაროდ იმის მერე არის მუდმივად ამაზე საუბარი", - ლაშა ფარულავა.

თუ პარტიის შიგნიდან გინდა პარტიის ლანძღვა, სჯობია, გახვიდე, ვიდრე დაასუსტო შიგნიდან პარტია - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესიდან ნაციონალური მოძრაობას. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოუწოდებს პარტიის ყველა იმ წევრს, ვისთვისაც ახალი მენეჯმენტი მიუღებელია, დატოვონ პარტია.