მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებს არც იმის ძალა აქვთ, რომ გავიდნენ და თავიანთი გააკეთონ - წითლიძე
"მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებს არც იმის ძალა აქვთ, რომ გავიდნენ და თავიანთი გააკეთონ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის ნორმალური," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ სააკაშვილის მოწოდების შემდეგ გააკეთა.
როგორც წითლიძე ამბობს, ნიკა მელიას გუნდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და პარტია დატოვონ.
განცხადებას ველოდით კიდეც - ლოგიკურია, თუ არ მოგწონს პარტიაში ყოფნა, მაშინ უნდა წახვიდე და გააკეთო შენი. მაგრამ მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებს არც იმის ძალა აქვთ, რომ გავიდნენ და თავიანთი გააკეთონ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის ნორმალური. მაგრამ რაღაცნაირი დასასრული უნდა ჰქონდეს და ეს შეიძლება იყოს ის, რომ ყველა დამშვიდდეს, დაწყნარდეს, ფოკუსი გაასწოროს და საერთო მიზნისკენ ვიბრძოლოთ,“ - ამბობს ანა წითლიძე.
მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობას მიმართავს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოუწოდებს პარტიის ყველა იმ წევრს, ვისთვისაც ახალი მენეჯმენტი მიუღებელია, დატოვონ პარტია. როგორც სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სჯობია, წავიდნენ პარტიის ასეთი წევრები, ვიდრე ენმ შიგნიდან დაასუსტონ.