ეს არის უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და თანამდებობის ბოროტად გამოყენება ამ დეპუტატების მხრიდან - მწარიაშვილი

03.11.23 17:34
ეს არის უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და თანამდებობის ბოროტად გამოყენება ამ დეპუტატების მხრიდან - მწარიაშვილი

პარლამენტის წევრების სავარაუდო კორუფცია და საკუთარი მანდატის ბიზნესის ლობირებისთვის გამოყენება - ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი "პირველებთან" ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ სადეპუტატო სკამიდან გამდიდრებისთვის მუშაობა დანაშაულია და ვინც ამ დანაშაულს ხელს აფარებს, ისიც დამნაშავეა.

ისინი ეწევიან უკანონო ლობირებას თავიანთი ბიზნესის და აღწევენ მეტ კეთილდღეობას. ფაქტობრივად მათ აქვთ საშუალება ფორმალურად გადააფორმოს, თუმცა რეალურად ისევ ის მართავს ამ ბიზნესს და ოჯახის წევრზეც გადაფორმებაც ფორმალურია. სად არის კონტროლის მექანიზმი სამზარეულოში ცოლი მართავს, ქმარი მართავს, შვილი მართავს. ამიტომ ეს კანონის დონეზეც ისეთი შავი ხვრელია. კანონმდებლობა აძლევს თვითონ ამის საშუალებას და ჩვენი დეპუტატები ხეირობენ აის წარმატებით.

ეს არის უკანონო სამეწარმეო საქმიანობა თავად ამ დეპუტატების მხრიდან და ასეთი მუხლი გვაქვს ჩვენ სისხლის კოდექსში და მეორეს მხრივ არის ასევე თანამდებობრივი დანაშაულები ხოლმე, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რომელიც შესაძლებელია, როგორც მათი მხრიდან ისე იმ თანამდებობის პირების მხრიდან, ვინც არ რეაგირებენ მათ მიერ ჩადენილ ამ უკანონობებზე. არანაირი რეაგირება არ ხდება, როგორც პარლამენტის მხრიდან ასეთივე სრული სიჩუმე და არარეაგირებაა გამოძიების ორგანოების მხრიდან და პროკურატურის მხრიდან.

მოგონილი ამბავია, რომ ვსწავლობთ და ვმეცადინეობთ ერთი ეს და მეორე პასუხი ნახავთ რომ ვერ აღმოვაჩინე დანაშაულის ნიშნები. არც დანაშაულის ნიშნების აღმოჩენა ევალება ამ სტადიაზე პროკურატურას და არც სწავლა და მეცადინეობა, მან უნდა დაიწყოს გამოძიება ამიტომ როგორც კი არ იწყებს გამოძიებას ჩვენ ვვარაუდობთ ამის უკან ასეთივე სხვადასხვა ინტერესებს", - ამბობს მაია მწარიაშვილი.

დეპუტატები, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობასთან ერთად საკუთარ ბიზნესს ლობირებენ -  "დემოკრატიის ინდექსი საქართველო" ახალ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტში მაღალი თანამდებობის პირები ინტერესთა შეუთავსებლობით რჩებიან და კორუფციის ნიშნების მიუხედავად, არც პროკურატურა და არც თავად პარლამენტი ამაზე არ რეაგირებს.

სიაში არიან ელგუჯა გოცირიძე, ლევან მგალობლიშვილი, გოჩა ენუქიძე, ფრიდონ ინჯია და სხვები. ანგარიშის მიხედვით, ისინი საკუთარ ბიზნეს აქტივებს ოჯახის წევრებსა და ნათესავებზე აფორმებენ, თუმცა ფაქტობრივ მმართველებად რჩებიან.