გურიაში სტიქიით დაზარალებულები დახმარებას უკვე მეორე თვეა, უშედეგოდ ითხოვენ
რა უჯდებათ გურულებს ივანიშვილის ხეების დაცვა? - უკვე ორი თვეა, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია. უხვი ნალექის გამო წაღებული ხიდები და გზები ამ დრომდე არ აღდგენილა.
ცენტრალური გზები ისევ გასაკეთებელია. ხალხს ცხოვრება ყოველდღიურ შიშში უწევს. ამ დროს კი არსებობს ცნობები, რომ ივანიშვილის ბაობაბების გადასატანად, დაზიანებული სოფლებიდან მძიმე ტექნიკა შეკვეთილისკენ გადაიყვანეს.
თათია ნიკოლეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო რესურს იყენებს, ხოლო ხალხი კი ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გარეშე არის დარჩენილი. "ენმ"-ს დეპუტატი ამბობს იმასაც, რომ გზები საშინელ მდგომარეობაშია, ხოლო ივანიშვილი კი ადამიანების დახმარების მაგივრად დაკავებულია პირადი ინტერესების ზრუნვით.
მაშინ როდესაც რუსი ოლიგარქი და ეკო მანიაკი ყველაფერს იყენებს მთელ სახელმწიფო რესურსს მისი პირადი ახირებებისთვის და ხეებს დაატარებს ზღვით გზებით და ადამიანებს ელექტროენერგიას და ინტერნეტს უჭრის, ამ დროს ვხედავთ, რომ დაზარალებულ მოსახლეობას ამ დრომდე დახმარება არ გასწევიათ. ჩამოშლილი არის მათი სახლები, გზები საშინელ მდგომარეობაშია და ამ დროს ვხედავთ, რომ ოლიგარქი, რომელიც ქვეყანას მართვას, ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანებს ეხმარებოდეს დაკავებულია პირადი ინტერესების ზრუნვით", - ამბობს "ენმ"-ს წევრი თათია ნიკოლეიშვილი.
"ენმ"-ს დეპუტატის თქმით, ამ ეტაპისთვის მძიმე ტექნიკა ბიძინა ივანიშვილის სამსახურში დგას და ხალხის პრობლემები არ ადარდებს.
მძიმე ტექნიკა არის ბიძინა ივანიშვილის სამსახურში, გამოვიარეთ რამდენიმე კილომეტრი და ერთი მძიმე ტექნიკაც კი არ გადაადგილდება ადა არ მუშაობას, არსებობს ეჭვი, რომ სწორედ იქ იყოს გადასროლილი, რომ ბაობაბის ხეებმა უსაფრთხოდ იმგზავროს", - ამბობს "ენმ"-ს დეპუტატი.