სასიკვდილოდ გამიმეტეს. პენსია ვის ყოფნის? - 20 ივნისს დაზარალებულები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ

03.11.23 17:48
სასიკვდილოდ გამიმეტეს. პენსია ვის ყოფნის?  - 20 ივნისს დაზარალებულები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ

20 ივნისის დაზარალებულები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. გავრილოვის სისხლიანი ღამის მთავარი გმირები უკვე წლებია საკუთარი სარჩელების განხილვებს ელოდებიან.

თუმცა, როგორც ჩანს, დაზარალებულების და სახელმწიფოს გეგმები ერთმანეთს აცდენილია - საქმეები თაროებზეა შემოდებული. 

დაზარალებულები რეაბილიტაციას ითხოვენ, თუმცა სახელმწიფოსგან საჭირო ყურადღებას ვერ იღებენ.

რა ღირს შენი სიცოცხლე თქო, ის სიცოცხლე რა ღირს, იმდენი მეკუთვნის, მე ვფიქრობ, იმიტომ, რომ მე სასიკვდილოდ გამიმეტეს, სასწაულებრივად გადავრჩი, არავინ არ იცოდა გონებაზე ვიქნებოდი თუ არა. პენსია ვის ყოფნის? მითუმეტეს უბრალო პენსია 340 ლარი დღეს რაში ყოფნით.
სახლში შემიქმნან ადაპტირებული პირობები, რომ სტაციონარზე არ გავაგრძელო მკურნალობა, ვიარო ამბულატორიაში,“ - განაცხადა დავით ფარადაშვილი.

5 წელი გახდება მალე, რაც ეს მოხდა და ჯერჯერობით, ვსაუბრობთ იმაზე, რომ უმრავლესობას სტატუსიც კი არ მიუღია, არათუ რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილება დამდგარა სასამართლოსი. ეს არ უნდა დაავიწყდეს უნდა საზოგადოებას,“ - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ერთ-ერთ დაზარალებული, გიორგი სულაშვილია - კაცი, რომელმაც თვალი დაკარგა, მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ დრომდე ელოდება. 

ეს 20 ათასი ლარი არ არის საკმარისი იმ პროცედურებისთვის, რასაც გიორგი გადის. ფსიქოლოგიურ, ფსიქიატრიულ პროცედურებს გადის, ყოველ კვირა გავდივართ ორჯერ, ან შეიძლება არის ისე, რომ მივდივართ კვირაში ერთხელ, გააჩნია, მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. ხალხს ჰგონია, რომ ყველაფერი კარგად არის და სახელმწიფომ მოგვხედა. სახელმწიფოსგან ამჟამად მე არანაირ დახმარებას არ ვღებულობ, ჩვენი მდგომარეობაც ასეა - უსამართლობის, სასოწარკვეთილების განცდა გვაქვს. ფსიქოლოგმა დადო დასკვნა, რომ გიორგის ამ წუთში არ შეუძლია, რომ იმუშაოს - ამის დადასტურება ჩვენ დოკუმენტურადაც შეგვიძლია,“ - ამბობს გიორგი სულაშვილის ცოლი.