"სჯობს გახვიდე" - ვის მიუთითა კარისკენ მიხეილ სააკაშვილმა?
ნიკა მელიას გადაწყვეტილების მოლოდინში - წავა თუ არა პარტიიდან ყოფილი თავმჯდომარე, ეს დღის ცენტრალური პოლიტიკური ინტრიგაა. ვის მიუთითა კარისკენ მიხელ სააკაშვილმა არ დაუკონკრეტებია, თუმცა რთული მისახვედრი არ არის, რომ იგულისხმა მელია და მისი გუნდი. ახლა საინტერესოა, რას იზამს ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე. მოქმედი მენეჯმენტი მის გადაწყვეტილებას ელოდება და მზად არის, პოლიტიკური გაყრა რაც შეიძლება მალე ოფიციალურად გააფორმოს.
მიხეილ სააკაშვილის გააქტიურების პარალელურად, ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მატულობს. ვინ უნდა იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიაში? ეს დღევანდელი კიდევ ერთი პოლიტიკური ინტრიგაა. მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ სია ახალი სახეებით უნდა დაკომპლექტდეს და ვინც ერთხელ მაინც იყო დეპუტატი, მან მანდატი აღარ უნდა მიიღოს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.