ვინ უნდა იყვნენ ენმ-ის საარჩევნო სიაში - სააკაშვილის მიმართვა თანაპარტიელებს

03.11.23 18:37
ვინ უნდა იყვნენ ენმ-ის საარჩევნო სიაში - სააკაშვილის მიმართვა თანაპარტიელებს

მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებს მიმართავს - როგორც მესამე პრეზიდენტი წერს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მომავალი არჩევნებისთვის მზადება და სიის შედგენა უნდა დაიწყოს, სადაც უმრავლესობა ისეთი ადამიანი იქნება, ვინც პარლამენტში არასდროს ყოფილან.

მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს

მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები. 

ამისათვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარები და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით," - წერს სააკაშვილი.